Bridges to Europe | დიდი ქართული შეკრება სტრასბურგში, 20 October

Bridges to Europe | დიდი ქართული შეკრება სტრასბურგში

ხიდების მშენებლები ㅣ Bridge Builders

Highlights

Mon, 20 Oct, 2025 at 09:00 am

Strasbourg, France

Advertisement

Date & Location

Mon, 20 Oct, 2025 at 09:00 am - Thu, 23 Oct, 2025 at 03:00 pm (CEST)

Strasbourg, France

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

Bridges to Europe | დიდი ქართული შეკრება სტრასბურგში
💥 "ხიდები ევროპასთან" - დიდი ქართული შეკრება სტრასბურგში - 4 დღიანი ღონისძიების პროგრამა უკვე თქვენ წინაშეა!

🥁 ღონისძიება "ხიდები" შტატების შემდეგ ევროპაში, სტრასბურგში მიემგზავრება და ქართველ ემიგრანტებს ყველაზე დიდ, საინტერესო, დატვირთულ და მნიშვნელოვან შეკრებას ჰპირდება 🎊

📣 არ გამოგრჩეს ინტერესის დაფიქრისება - "interested | going" ღილაკებზე დაკლიკებით, შენ პერიოდულად მიიღებ განახლებებს ღონისძიების დღის წესრიგის, რეგისტრაციის წესების, სიურპრიზების და სხვა სიახლეების შესახებ!
__

მაშ ასე, გიზიარებთ ინფორმაციას ღონისძიების შესახებ:

🔹ორგანიზატორი

The Builders of Value-Based Bridges Inc. ევროპაში ოფიციალური წარმომადგენლობის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც ამერიკაში, ქართველი ემიგრანტი ბიზნესმენების მიერ არის დაფუძნებული.

პლატფორმა ოპერირებს დავოსის ფორუმის მსგავსი ბიზნეს მოდელით, რომელიც თავისი პროექტებით აძლიერებს ქართველ ემიგრანტებსა და ემიგრაციულ ერთობებს, რათა მიღებული სინერგიით ჩამოყალიბებულმა კავშირმა საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონიმიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ორგანიზაცია აერთიანებს კულტურისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, დიპლომატებს, უფლებადამცველებს, ეკონომისტებს, განათლების, კულტურის, მედიცინისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს. მეტაფორულად, ჩვენ ერთად ვაშენებთ ღირებულებაზე დაფუძნებულ ხიდებს დასავლეთის ემიგრაციულ დიასპორებსა და საქართველოს შორის.

🔹 რა მიზნით და ვისთვის ტარდება ღონისძიება?

"ხიდები ევროპასთან" ხიდების მშენებლების რიგით მეორე, მასშტაბური ღონისძიებაა, რომელსაც ქართულ-დასავლური კავშირების გამყარების მიზნით ვახორციელებთ.

20-23 ოქტომბერს დაგეგმილი 4 დღიანი ღონისძიება პროდასავლურად განწყობილი, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ემიგრანტებისა და საქართველოს ევროპელი მეგობრებისთვის ეწყობა. ჩვენი ამოცანაა, სტრასბურგში - ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ხმამაღლა გავაჟღეროთ ჩვენი ხმა და არჩევანი.

🔹 ღონისძიების პარტნიორები:

GéNaissance - ღონისძიების ადგილობრივი პარტნიორი
Forbes Georgia - მედია პარტნიორი
Nexia Georgia - ბიზნეს პარტნიორი

🔹 რას მოიცავს ღონისძიება? ვინ იქნებიან მონაწილეები?

ღონისძიების პროგრამა მორგებულია სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე ემიგრანტებზე. დეტალურად წაიკითხე პოსტერზე წარმოდგენილი აქტივობები, რომელიც ეტაპობრივად, საბოლოო დღის წესრიგის განთავსებამდე დაზუსტდება და კიდევ უფრო გაიზრდება, - ამიტომ, ყველაზე დიდ ქართულ შეკრებაზე სტუმრობისთვის გამოყავი, რაც შეიძლება ბევრი დრო!

🔹 ინფორმაცია ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით:

ღონისძიების თითოეულ აქტივობაზე დასწრება უფასოა, თუმცა, აუცილებელი პირობაა, რომ სტუმრები იზიარებდნენ და მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს.

ამ ეტაპზე, საჭიროა, რომ თითოეულმა მსურველმა, რომელიც თავს ამ ღონისძიებისთვის შესაბამის სტუმრად მოიაზრებს გამოხატოს ინტერესი, - დააკლიკოს "interested | going" ღილაკებს და დაელოდოს სიაახლეებს.


interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

Tickets for Bridges to Europe | დიდი ქართული შეკრება სტრასბურგში can be booked here.

Advertisement

Nearby Hotels

Strasbourg, France
Reserve your spot
Advertisement
Bridges to Europe | დიდი ქართული შეკრება სტრასბურგში, 20 October
Bridges to Europe | დიდი ქართული შეკრება სტრასბურგში
Mon, 20 Oct, 2025 at 09:00 am